მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ხახუბია: ჩვენი გუნდისთვის პედაგოგებზე ზრუნვა და მათი ინტერესების გათვალისწინება პრიორიტეტულია

ხახუბია ფოთში

„ქართული ოცნების“ ფოთის,ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია ხობის მაჟორიტარ დეპუტატთან დაჩი ბერაიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ხობელ პედაგოგებს შეხვდა. ინფორმაციას ქართული ოცნების პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

არსებული ცნობით, შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დღემდე საგანმანათლებლო სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს, რომლებიც გათვლილი იყო სკოლის, მოსწავლისა და პედაგოგის საჭიროებებზე.

„სახელმწიფოს მომავალი, მისი განვითარება, განათლების ხარისხზეა დამოკიდებული. პედაგოგები ზრდიან თაობებს, რომლებმაც უნდა ააშენონ ძლიერი და წარმატებული ქვეყანა. განათლების სისტემაში პანდემიით გამოწვეული დაბრკოლებების დასაძლევადაც სწორედ პედაგოგთა ცოდნა და მონდომება გვჭირდება. ჩვენთვისპედაგოგებზე ზრუნვა და მათი ინტერესების გათვალისწინება პრიორიტეტულია”. -განაცხადა კანდიდატმა.

ირაკლი ხახუბიას თქმით, მმართველი გუნდი აქტიურად გააგრძელებს სკოლების ინტრასტრუქტურის მოწესრიგებას, მასწავლებლების ხელფასების ზრდას, მათ კარიერულ განვითარებასა და სოციალურ ბენეფიტებზე ზრუნვა.