მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ხახუბია სენაკის მუნიციპალიტეტის უხუცეს ქალბატონს ესტუმრა

ოცნების მაჟორიტარი

ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან ილია ახალაიასთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტის უხუცეს ქალბატონს, ნათელა გოგიას ესტუმრა. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, 105 წლის ქალბატონი ფოცხოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზემო ფოცხოში ცხოვრობს. ჰყავს სამი შვილი, სამი შვილიშვილი, ხუთი შვილთაშვილი და ხუთი შვილთაშვილის შვილი.

„ჩემთვის გამორჩეულად პატივსაცემია ყველა ასაკოვანი მოქალაქე. ქალბატონი ნათელა კი, ასაკის გარდა საკუთარი გამორჩეული პიროვნებითა და დამსაურებითაც დიდ პატივისცემას იმსახურებს. ის საოცრად თბილი ადამიანია. უხუცესი ქალბატონი პანდემიის პერიოდში ადგილობირივი ხელისუფლების მიერ გაწეულ თანადგომაზე გვესაუბრა“, - აღნიშნა ირაკლი ხახუბიამ.

მისი თქმით, ხელისუფლება მაქსიმალურად დაუდგება გვერდში ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც დახმარება და თანადგომა სჭირდება, რადგან მათი გუნდის უმთავრესი ღირებულებაც, სწორედ ადამიანია.