მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირმა ინაშვილი: პლაკატებს თავი დაანებეთ, ჩემთან მოდით და საღებავები წამოიღეთ

ინაშვილი ირმა, პატრიოტები

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, საარჩევნო ბანერის დაზიანების შესახებ ინფორმაცია გვიან ღამით მიიღო და ეს მოულოდნელი არ ყოფილა.

მისი თქმით, პარტიის წინააღმდეგ ისეთი შტურმია, რომ მომხდარიც გასაგებია.

„ჩვენ ჩავედით აფხაზეთში, გამოჩნდა პატარა სინათლის სხივი ჩვენი ქვეყნისთვის, ამან გააბოროტა სააკაშვილ–ბოკერია და მათი ჯგუფები თბილისში. ასეთივე სააკაშვილ-ბოკერიები არიან სოხუმსა და მოსკოვში, არიან ძალები, რომლებსაც არ სიამოვნებთ ეს. კანონი კონკრეტულ სასჯელს ითვალისწინებს და იურისტები იმოქმედებენ. პლაკატებს კი ნუ ერჩით, სობჩაკის სამ ნომერში ვარ, მოდით და საღებავები მოიტანეთ. ყველას ველოდებით, ვისაც სურვილი აქვს, დააზიანოს ჩემი პლაკატები. პლაკატებს თავი დაანებეთ, მე გელოდებით და მობრძანდით”, – განაცხადა ინაშვილმა“. - განაცხადა ინაშვილმა.

მანამდე მან სოციალურ ქსელში გაავრცელა დაზიანებული ბანერის ფოტო და თქვა, რომ ქართველების შერიგებას ხელს ვერავინ შეუშლის!

ცნობისთვის, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა ოკუპირებულ აფხაზეთში, 24 აგვისტოს, ღვთისმშობლის ხატი ჩაიტანეს, თუმცა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მართლმადიდებლური ეკლესია „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ჩატანილ ხატს უკან აბრუნებს.