მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯაფარიძე: ფასილიტატორები ოპოზიციისა და ხელისუფლების პოზიციების დაახლოებას ცდილობენ

პოლიტიკური პარტია გირჩის ლიდერი

„ფასილიტატორები ცდილობენ, იპოვონ დაახლოების წერტილები ოპოზიციისა და ხელისუფლების პოზიციებს შორის“,- ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოში აშშ-ის ელჩთან კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.  

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტული გზავნილები არ ყოფილა. ეს იყო მესამე რაუნდისთვის მოსამზადებელი შეხვედრა.

ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიციის პოზიცია არ შეცვლილა, არიან ბოიკოტის რეჟიმში, მთავარი მოთხოვნა კი, ხელახალი არჩევნებია.

„დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იყო, როდის შეიძლება გაიმართოს მესამე რაუნდი, რადგან რაიმე კონკრეტული შედეგი დაიდოს. შესაბამისად, ცდილობენ რაღაც პოზიციების დაახლოებას.

არ ვიცი „ქართული ოცნება“ წავა თუ არა ხელახალ არჩევნებზე, მაგისთვის არსებობს მოლაპარაკების მაგიდა, რომ ასეთი ტიპის პოლიტიკურ შეთანხმებას მივაღწიოთ“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

ინფორმაციისთვის, კელი დეგნანი პარტიების ლიდერებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

კელი დეგნანი: პოლიტიკური პარტიები ცდილობენ, გამოსავალი იპოვონ - ეს კარგის ნიშანია

ნათელაშვილი: ოპოზიციის ფეხი არ იქნება პარლამენტში

ინაშვილი: მე ვარ ხელისუფლება და გეტყვით როგორ მოვიქცეოდი