პოლიტიკა

კახა კალაძე: ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ეკონომიკური განვითარება

კახა კალაძა
16:51 20.09
დაკოპირებულია

„ჩვენ, ყველამ ერთად უნდა შევძლოთ და ეკონომიკური განვითარება, დემოკრატიული პროცესის მსგავსად განვავითაროთ, საბოლოოდ კი ერთიან ევროპულ ოჯახში, ძლიერი ეკონომიკითა და უნიკალური ქართული კულტურით დავიმკვიდროთ ღირსეული ადგილი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივნმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბეჟან წაქაძისა და თერჯოლის მერობის კანდიდატის, ლაშა გოგიაშვილის წარდგენისას ისაუბრა.

„დღეს, ჩვენ ვიმყოფებით ზესტაფონში, ერთ-ერთ ყველაზე ინდუსტრიულ ქალაქში, სადაც მშრომელი და პატრიოტი ადამიანები ყოველდღიური საქმიანობით აძლიერებენ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას.

2012 წელს, „ქართულმა ოცნებამ“, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ქართველ ხალხთან ერთად ძალადობრივი რეჟიმი ხელისუფლებას ჩამოაშორა და ქვეყნის დემოკრატიული, მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება დაიწყო. ადამიანი მთავარი ღირებულება გახდა ხოლო მისი უფლებების დაცვის სტანდარტი ყველაზე განვითარებული, დემოკრატიული ქვეყნების დონეზე ავიდა. ბევრ სფეროში ჯერ კიდევ გასაუმჯობესებელია არსებული ვითარება, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“, მაგალითისთვის შრომითი უფლებები კარდინალურად გააუმჯობესა, აღადგინა წინა ხელისუფლების პირობებში გაუქმებული ინსტიტუტები, კანონმდებლობა და ზოგადად ევროპული სტანდარტების მიმართულება გახდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი.

არ დავიწყებ იმის მოყოლას, ბოლო წლების განმავლობაში თუ რამდენი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, როგორ გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა, სოფლებში მისასვლელი გზა, რა პროგრამები განხორციელდა ჯანდაცვაში, განათლებაში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ეკონომიკის სამინისტროს მხარდამჭერი პროგრამები იმისთვის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარდეს.

ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, რომელსაც სჭირდება ჩვენი ერთიანი ძალისხმევა, რომ შევძლოთ მომდევნო წლების განმავლობაში ამ პრობლემების მოგვარება.

მჯერა, თქვენი მხარდაჭერითა და თანადგომით, ჩვენი ერთიანი ძალისხმევით აუცილებლად შევძლებთ 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას. ეს არ იქნება მხოლოდ ზესტაფონის გამარჯვება, ეს არ იქნება მხოლოდ ამ რეგიონის გამარჯვება, ეს იქნება ჩვენი ქვეყნის გამარჯვება და წარმატება“.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
„გამოძიებას ნამდვილად არ გავუსწრებ, მაგრამ ერთი რამე ზუსტად ვიცი, რომ სააკაშვილის მხრიდან ნამდვილად...
31 წუთის წინ
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა სომხეთის ხელისუფლება დააჩოქა. „ჩვენ...
37 წუთის წინ
„ზურა ნოღაიდელის ჩვენების დეტალებმა კიდევ ერთხელ დააზუსტა, დაამტკიცა ის, რაც ისედაც ყველამ ვიცოდით -...
38 წუთის წინ
ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრსა და მსხვილ დამსაქმებლებს შო...
48 წუთის წინ
მაია ცქიტიშვილის განცხადება ცქიტიშვილი: 2012-2020 წლებში რეგიონული განვით...
„2012-2020 წლებში მუნიციპალური ბიუჯეტებით, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებითა და სოფლის მხა...
53 წუთის წინ
მაია ცქიტიშვილი: მომდევნო 4 წლის განმავლ...
„2021-2024 წლებში 6 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება რეგიონებში მუნი...
ზურა ბატიაშვილი: მთავარია, სად გადის მოს...
რონდელის ფონდის მკვლევარის ზურა ბატიაშვილის შეფასებით, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლ...
კოლორადოში ტყის ხანძარს ებრძვიან (ვიდეო)
აშშ-ის კოლორადოს შტატში მისი ისტორიის მანძილზე ყველაზე ძლიერ ხანძარს ებრძვიან. ა...