მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხუხაშვილი პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე: მირჩევნია ფეხბურთს ვუყურო

ექსპერტის კომენტარი თეა წულუკიანზე

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის განცხადებით, სახელისუფლებო და ოპოზიცური ელიტა ერთმანეთთან რიტორიკულ პაექრობაზეა გადასული და რეალური პრობლემები განხილვის მიღმა რჩება.

როგორც ექსპერმა PIA.GE-ს განუცხადა, საქარველოს პრემიერ-მინისტრის პარლამენტში დღევანდელი გამოსვლა პრინციპულად არ ნახა. ზოგადად პოლიტიკოსების გამოსვლას კი, რიტორიკული პაექრობა უწოდა.

„სად მაქვს იმის ნევები, რომ ასეთ გამოსვლებს ვუყურო. გეტყვით რატომაც არ ვუყურებ მსაგვს გამოსვლებს. სამწუხაროდ, მხარეები ძირითადად არიან უფრო რიტორიკულ პაექრობაზე ორიენტირებულები და ამას უყურებენ როგორც სპორტს. თითქოს ტატამზე ავიდნენ და ვინ უფრო ენაკვიმატია და ვინ უფრო ჯიგარია, ამ კუთხით უყურებენ. სამწუხაროდ, ქვეყანაში სულ ხვა პრობლემები გვაქვს. ამით აჩვენებნ კიდევ ერთხელ, რომ პოლიტიკური ელიტა, როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიცია, საერთოდ ჩამოშორებულია ხალხის რეალურ პრობლემებს, ხიდია ჩატეხილი და რაღაცისთვის იბრძვიან, მე ეს სპორტი არ მომწონს. სიმართლე გითხრათ, მირჩევნია ფეხბურთს ვუყურო“, - განუცხადა გია ხუხაშვილმა PIA.GE-ს.

საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი გახარია დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მივიდა. ოპონენტებმა პრემიერი ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გეგმებზე დასმული კითხვების საპასუხოდ დაიბარეს.