მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხუნდაძე ეპიდვითარებაზე: ყველა სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ქართული ოცნების ოფისთან 2019

მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირსთან დაკავშირებით მორიგი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

როგორც სხდომის დაწყების წინ, საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, ეპიდემიოლოგიური ხასიათი ფეთქებადია და ვითარება ყოველდღე შესაძლოა შეიცვალოს.

"ზოგად ეპიდვითარებასთან დაკავშირებით ერთხელ ვამბობთ, რომ მივდივართ სასურველი ეპიდსცენარით, მაგრამ არ გვაქვს უფლება თვითკმაყოფილებას მივეცეთ. განვიხილოთ ყველა შესაძლო, მათ შორის ურთულესი სცენარიც, რადგან ეპიდვითარება, ეპიდემიოლოგიური ხასიათი ფეთქებადსაშიშია, შესაძლოა ყოველდღე შეიცვალოს ვითარება. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ყველა სცენარისათვის მზად და სწორედ ამ საკითხებს განვიხილავთ დღეს", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ცნობისთვის, 2 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით 130 ადამიანია ინფიცირებული.