მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლინკევიჩიუსი: საქართველოში მცოცავი ანექსია და ტერიტორიის ოკუპაცია ისევ გრძელდება

ტვიტერის სტატუსი აგვისტოს ომზე

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი, ლინას ლინკევიჩიუსი აგვისტოს ომის 12 წლისთავს ეხმაურება.

„საქართველოში მცოცავი ანექსია და ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია კვლავ გრძელდება. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას“, - წერს ლინკევიჩიუსი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.

მინისტრის თქმით, რუსეთი კვლავ განაგრძობს საქართველოში აგრესიულ ქმედებასა და ტერიტორიის ოკუპირებას. ლინკევიჩიუსი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს.

ინფორმაციისთვის, რუსეთ-საქართველოს ომი 2008 წლის 8 აგვისტოს დაიწყო და 5 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. რის შედეგადაც 125 სოფელი სრულად განადგურდა, დაიღუპა 170 ჯარისკაცი, 14 პოლიციელი, 228 სამოქალაქო პირი და 22 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.