მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მამუკა მდინარაძე: რეკომენდაციების ინფორმირებულობის კამპანიაში ყველა უნდა ჩაერთოს - ხელისუფლება, ოპოზიცია და საჯარო მოხელე

უმრავლესობის ლიდერი ჟურნალისტებთან 2019

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ დღეს ყველა მოქალაქე რეკომენდაციების შესრულების შესახებ ინფორმირების კამპანიაში უნდა ჩაერთოს, რადგან ინფორმირებული ადამიანი თავის თავსაც დაიცავს და სხვის ჯანმრთელობის დაცვასაც უზრუნველყოფს.

"მე მგონი ყველა დარწმუნდა, რომ დღეს ქართული სახელმწიფო აკეთებს იმაზე მეტს, ვიდრე ოდესმე ვინმეს წარმოედგინა ამ ქვეყანაში და შეიძლება ქვეყნის გარეთაც. თანმიმდევრულმა ნაბიჯებმა გარკვეული წარმატებები უკვე უზრუნველყო. ახლა თითოეულ მოქალაქეზე იმდენად ბევრია დამოკიდებული, შეიძლება მათაც კი ვერ წარმოუდგენიათ ეს ყველაფერი. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი გარდა იმისა რომ იზიარებს რეკომენდაციებს და რჩება სახლში, უნდა ჩაერთოს იმ კამპანიაში, რასაც ერთმანეთის ინფორმირებულობა ჰქვია. ეს იქნება ხელისუფლების თუ ოპოზიციის წარმომადგენელი, საჯარო მოხელე, რომელიც სახლში ზის და დისტანციურად მუშაობს, ყველა უნდა ჩავერთოთ იმ კამპანიაში, რასაც ჰქვია რეკომენდაციების შესახებ ინფორმირებულობა, რასაც ქვია ქვეყნის და სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმირებულობა. ინფორმირებული მოქალაქე თავის თავსაც დაიცავს უკეთ და უზრუნველყოფს, რომ გაუფრთხილდეს სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ამის შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ საგანგებო მდგომარეობის ამ კონკრეტულმა დათქმებმა თავისი საქმე უნდა გააკეთოს და მეორე მხრივ, თუ იქნება გარკვეულ დეტალებთან დაკავშირებით მეტი სიმკაცრე გამოსაჩენი, ეს თანმიმდევრულ მოქმედებებში ჩაჯდება და ამის საჭიროება თუ იქნება, სახელმწიფო არც ამაზე დაიხევს უკან", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.​