მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მდინარაძე: ახლა პოლიტიკური კინკლაობის დრო არ არის, საერთო გამოწვევას ერთად უნდა ვებრძოლოთ

უმრავლესობის ლიდერი ჟურნალისტებთან 2019

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე COVID-19-ის სწრაფი ტესტების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ახლა არ არის პოლიტიკური კინკლაობის დრო.

მდინარაძის თქმით, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა დარგის სპეციალისტების საქმეა.

"გარკვეულმა ჯგუფებმა თავი უნდა დაანებონ კონკრეტული ბიზნეს ინტერესების თუ პოლიტიკური ინტერესების ლობირებას.ვფიქრობ, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა თავი უნდა დაანებონ კონკრეტული ბიზნეს ინტერესების თუ პოლიტიკური ინტერესების ლობირებას. ახლა ამის დრო არ არის! ის ხალხი, ვინც ამას აკეთებს, მათსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს შორის, მე დაავადებათა კონტროლის ცენტრს უფრო ვენდობი. შესაბამისად, როცა ამის საჭიროება იქნება, არის შესაბამისი რესურსი და ამას დაავადებათა ეროვნული ცენტრი გააკეთებს ანუ გამოიყენებენ სწრაფ ტესტებს. მოდით, ვინც იცის ეს საქმე იმათ მივანდოთ ამის კეთება და ზედმეტ სპეკულაციებს თავი დავანებოთ. ჩემი თხოვნა და მოწოდება იქნება თავი დავანებოთ ზოგადად პოლიტიკურ კინკლაობას, ამისი დრო აუცილებლად მოვა, დრო ძალიან მალე მოვა არჩევნებამდე და შემდეგ ვიჩხუბოთ პოლიტიკურად, ეს ოპონენტებსაც და ჩვენც კარგად გამოგვდის. ახლა ამისი დრო არ არის, ყველამ ერთი საერთო საქმე უნდა გავაკეთოთ და საერთო გამოწვევას ვებრძოლოთ. ამ პრობლემას რომ დავამარცხებთ მერე გავაგრძელოთ კინკლაობა", - აღნიშნა მდინარაძემ.