მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მდინარაძე: ენმ ისეა გათავხედებული, 2012 წლამდე მომხდარი დანაშაულების უარყოფას ბედავს

მამუკა მდინარაძე

„ნაციონალური მოძრაობა“ ისეა გათავხედებული, რომ 2012 წლამდე მომხდარი ამაზრზენი დანაშაულების უარყოფას ბედავენ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„მათ საკუთარ ამომრჩეველზეც კი ისეთი მდარე წარმოდგენა აქვთ, ვიღაცას ტვინს ჩამოურეცხავენ ბოლომდე და დააჯერებენ, რომ თურმე რაც 2012 წლამდე ხდებოდა, ის სინამდვილეში კი არ ხდებოდა, დადგმული იყო. წინასაარჩევნოდ მათ თავხედობის ეს დონე გამოამჟღავნეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ 80-ზე მეტი მაღალი თანამდებობის პირია გასამართლებული, ძებნილია მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც დანაშაული უკვე დამტკიცებული აქვს. მათ შორის არის გიგი უგულავა, სასამართლოს მიერ დადასტურებულია, რომ მან ხალხის 48 მილიონი გაფლანგა“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ინფორმაციისთვის, „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ციხის კადრებთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. უგულავას თქმით, გარემოებები, რაც ამ საქმეს თან ახლავს, რომ ვიღაცამ დაუკვეთა და დადგა კადრები, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და საქმე პროკურატურამ უნდა გამოიძიოს.