მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულმა ვიდეოკონფერენციაზე ანტიკრიზისული გეგმა განიხილა

შალვა  კრესელიძე

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, ვიდეო კონფერენციის ფორმატში, მუნიციპალიტეტებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მონაწილეებმა სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა განიხილეს და რეგიონში მისი განხორციელების გზებზე იმსჯელეს. შალვა კერესელიძემ ანტიკრიზისული გეგმის სიკეთეების შესახებ მოსახლეობისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მოქალაქეების ინფორმირების პროცესში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონულ წარმომადგენლებთან ერთად, აქტიურად ჩაერთვებიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც.

შეხვედრის ფარგლებში ასევე ისაუბრეს რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე. აღსანიშნავია, რომ მცხეთა-მთიანეთში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე რამდენიმე დღეა განახლდა. სამუშაო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული უსაფრთხოების ნორმების დაცვით მიმდინარეობს.