მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარლამენტში დღეს „შრომის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით განიხილავენ

საკანონმდებლო ორგანო

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს „შრომის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით განიხილავენ.

ცვლილებები ზეგანაკვეთური შრომის, ღამის სამუშაოებისა და დასვენების დღეებში გაწეული მუშაობის ანაზღაურებას ეხება.

„ცვლილება ეხება ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას, რომელიც ჩვეულ სამუშაო დროსთან შედარებით ერთნახევარი ოდენობით უნდა ანაზღაურდეს, ასევე ცვლილება ეხება ღამის შრომას და დასაქმებული არასრულწლოვნების ანაზღაურების საკითხს.

კანონში ცვლილების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის, რომ დამსაქმებელს სამუშაო საათების წარმოებისა და აღრიცხვის ვალდებულება გაუჩნდება. როგორც უმრავლესობამ ისე სხვამაც უნდა გაათვითცნობიეროს, რომ ამ ცვლილებების განხორციელება აუცილებელია", - აღნიშნავს კანონპროექტის ინიციატორი, დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილმა.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, კანონპროექტს უმრავლესობა მხარს უჭერს.

ინფორმაციისთვის, 19 სექტემბერს, პარლამენტმა შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო.