„საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა კრიზისის ადრეულ ეტაპზე დავიწყეთ, ევროკავშირი როგორც ნამდვილ პარტნიორებს შეეფერება, ისე დაგვიდგა გვერდით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
როგორც გახარიამ ჟურნალისტებს უთხრა, თანხის გამოყენების ძირითადი მიმართულება პანდემიასთან ბრძოლა და მისი ეკონომიკური შედეგების შემსუბუქება იქნება.
„ეს არის ამ დახმარების მიზნობრიობა და კიდევ ერთხელ, მინდა ევროპელ კოლეგებს მადლობა გადავუხადო“.- აღნიშნა პრემიერმა.
ცნობისთვის, ევროკავშირმა საქართველოს, კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში 183 მილიონი ევრო გამოუყო.