მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: იმის გამო, რომ 3 დღეში არჩევნებია, პოლიცია და ჯარი ცილისწამების ობიექტი ხდება

პრემიერ-მინისტრი

„იმ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პოლიციამ მიიღო კონკრეტული დავალება, რომ წვეთი სისხლი არ უნდა დაღვრილიყო. ეს იყო ის დავალება, რაც მათ უნდა შეესრულებინათ და ეს გააკეთეს. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ის მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, რომ სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა სამეგრელოში ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სამხედროები და პოლიციის თანამშრომლები ოპოზიციური პარტიებისა და მედიასაშუალებების მიერ ცილისწამებისა და შეურაცხყოფის ობიექტი გახდნენ.

„მე მინდა ყველა პოლიციელს, ისევე, როგორც ყველა სამხედროს მადლობა გადავუხადო. ისინი უბრალოდ იმიტომ, რომ 3 დღეში არჩევნებია, ცილისწამების ობიექტი გახდნენ. ეს ტოქსიკური დღეები გაივლის და ჩვენ ისე უნდა მოვიქცეთ, რომ ჩვენი საზოგადოება არ დავაზიანოთ“, - აღნიშნა პრემიერ-მინსიტრმა.

გიორგი გახარიას განმარტებით, თავდამსხმელის დაკავებაში ყველაზე მეტად სახელმწიფოა დაინტერესებული, ხოლო ოპოზიციის ინტერესი პროცესისთვის ხელის შეშლაა.

ინფორმაციისთვის, 21 სექტემებრს, ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა მოხდა. მძარცველმა ბანკში მყოფი პირები მძევლად აიყვანა.

რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, მისი მოთხოვნა შესრულდა და ბოროტმოქმედმა ტერიტორია მოთხოვნილი მანქანითა და ნახევარი მილიონი დოლარით, მძევლების თანხლებით, დატოვა.

26 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბანკზე თავდამსხმელი პირი ბადრი ესებუაა.

საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. გამოკითხული არიან ბადრი ესებუას ოჯახის წევრები.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რამდენ წლიანი პატიმრობა ემუქრება ბადრი ესებუას?

👉 გომელაური: გამოძიება დაადგენს მძევლებს შორის ჰყავდა თუ არა თანამზრახველი თავდამსხმელს