მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: ნატო-საქართველოს შორის თანამშრომლობა უნდა გაღრმავდეს

გახარია სასტუმრო რედისონში

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს ფუნქციის, ახალი როლის წარმოჩენა შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში, რაც არის ჩვენი შესაძლებლობების ფანჯარა ნატოსთან ურთიერთობის გაღრმავებისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მხარეებმა შეხვედრისას აღინიშნა, რომ გასულ წელს ნატო-საქართველოს შორის ძალიან დინამიური თანამშრომლობა იყო პრაქტიკულ დონეზე, მათ შორის წვრთნების ნაწილში.

„2019 განსაკუთრებით შესანიშნავი წელი იყო ამ კონტექსტში. ამავდროულად ჩვენ ვადასტურებთ მზაობას, რომ რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით განვაგრძოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა გაღრმავდეს თანამშრომლობა ნატო-სა და საქართველოს შორის. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია საქართველოს ფუნქციის, ახალი როლის წარმოჩენა შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში. ეს არის ჩვენი შესაძლებლობების ფანჯარა იმისთვის, რომ ნატოსთან გავაღრმავოთ ურთიერთობა.

ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია ის არჩევნები, რომელიც მალე შედგება საქართველოში. საქართველო ადასტურებს, რომ ყველაფერს გააკეთებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის კონსოლიდაციისკენ და შემდგომი ნაბიჯები იქნება ნატოსთან ურთიერთობის გაღრმავება პოლიტიკურ განზომილებაში“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

როგორც პრემიერმა განმარტა, ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს როლი სამხრეთ კავკასიის ვიწრო პარადიგმაში. საუბარი შეეხო ასევე ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში არსებულ ვითარებას.