მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ

გახარია სხდომაზე

მთავრობის მეთაურს გიორგი გახარიას დღეს საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ.

გახარია დღეს ოპოზიციური პარტიების "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" კითხვებს უპასუხებს. პარლამენტის დღევანდელი სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. გახარია კითხვებზე პასუხის გაცემას 14:00 საათიდან დაიწყებს.

ცნობისთვის, გახარიას მოსმენა პარლამენტში მიმდინარე კვირის 27 მაისს უკვე ერთხელ შედგა. პრემიერი პარლამენტის წინაშე კოვიდ-19-ის გამო შექმნილი ვითარების შესახებ ანგარიშით წარდგა.