მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საპარლამენტო, საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები ერთ დღეს გაიმართება

ცესკოს შენობა ახლოდან

4 მულიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური, 5 მულიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნები პარლამენტის არჩევნებთან ერთად 31 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საკრებულოს შუალედური არჩევნები თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, ჯამში 39 საარჩევნო უბანზე გაიმართება. მერების რიგგარეშე არჩევნები კი კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში, ჯამში 254 საარჩევნო უბანზე ჩატარდება.

როგორც ანა მიქელაძემ მედიას განუცხადა, საკრებულოს შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებისა და მერებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა.

„საკრებულოების შუალედურ და მერების რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის მიზნით პოლიტიკურ პარტიებსა და საინიციატივო ჯგუფებს უკვე შეუძლიათ მიმართონ შესაბამის საარჩევნო ადმინისტრაციას განცხადებით და გაიარონ რეგისტრაცია“,- აცხადებენ ცესკო-ში.