მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თალაკვაძე: ეროვნული გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარება სისტემური ამოცანა იყო, რომელიც წარმატებით გადაიჭრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, 2020

„საქართველოს ხელისუფლება მომავალშიც მაქსიმუმს გააკეთებს, რათა უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო მოქალაქეებისთვის და ახალგაზრდებს მისცეს განვითარების და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზების საშუალება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მან აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მომავალშიც მაქსიმუმს გააკეთებს, რომ უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო მოქალაქეებისთვის.

„მინდა პარლამენტის სახელით აბიტურიენტებს ვუსურვო წარმატებები და ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს პარლამენტი მომავალშიც მაქსიმუმს გააკეთებს, რომ უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო მოქალაქეებისთვის და ახალგაზრდებს მისცეს განვითარების და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზების საშუალება“,-აღნიშნა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ეფექტურად ჩატარა მოსამზადებელი სამუშაო და ეროვნული გამოცდები უსაფრთხოდ ჩატარდა.

„ერთიანი ეროვნული გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარება იყო სისტემური ამოცანა, რომელიც წარმატებით გადაიჭრა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისამდე გაგრძელდება.