მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თალაკვაძე: როცა რაც შევუკვეთე, ის ჩამოგვივიდა მეტნაკლებად ყველა კმაყოფილია

პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტში

"ეს არის საპარლამენტო პროცესი, როდესაც რაც შევუკვეთე და რაც ჩამოგვივიდა, ამით მეტნაკლებად ყველა კმაყოფილია", - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საგანგებო სესიაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრს რომან გოცირიძეს.

რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ დღეს ოპოზიციის კრიტიკა შერბილებულია, რადგან "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში დაზუსტება მოხდა შეზღუდვების დაწესების ვადაზე.

"ნაწილობრივ კმაყოფილები ვართ, რომ მივაღწიეთ შედეგს. შეგიძლია მადლობა გადაგვიხადოთ, სახალხო დამცველსაც და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომ უფრო დიდი შეცდომისაგან დაგაზღვიეთ", - მიმართა რომან გოცირიძემ უმრავლესობის დეპუტატებს.

რომან გოცირიძეს კი თავის მხრივ პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა: "გმადლობ ბატონო რომან. ეს არის სახელმწიფო, დემოკრატია, საპარლამენტო პროცესი, როდესაც რაც შევუკეთე და რაც ჩამოგვივიდა, იმით მეტ-ნაკლებად ყველა კმაყოფილია".

ცნობისთვის, კანონრპოექტით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე მთავრობას უფლებამოსილება მიენიჭება, შეზღუდვები დააწესოს, თუმცა ეს იქნება დროებითი. მოქმედების ვადა 15 ივლისამდე განისაზღვრება. ინიცირებული კანონპროექტით კი, მთავრობას ამის უფლებამოსილება მუდმივად ექნებოდა.