მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

TikTok-ზე აფხაზეთი დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით აღარ გამოჩნდება

ტიკ ტოკ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ ჩინეთის ელჩთან ლი იენთან შეხვედრა გამართა. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის მიმდინარე საკითხები და ისაუბრეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობაზე.

შეხვედრაზე განხილული იქნა არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებული თემები, მათ შორის, ჩინეთში რეგისტრირებული სოციალური ქსელის - „TikTok“ ვებ-გვერდზე არსებული ხარვეზის აღმოფხვრის საკითხი. ელჩის თქმით, ჩინეთის მხარემ უკვე მოახდინა კომუნიკაცია სოციალური ქსელის ხელმძღვანელობასთან და ხარვეზი უახლოეს პერიოდში გასწორდება. ასევე როგორც ცნობილია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩინეთში საქართველოს ელჩმა უკვე გამართა შეხევდრები კომპანიის ხელმძღვანელობასთან და ასევე მიიღო დაპირება უახლოეს პერიოდში ხარვეზის აღმოფხვრის თაობაზე.

საგარეო საქმეთა მიჯისტრის მოადგილისა და ჩინეთის ელჩის შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ერთ-ერთი კონვენციისადმი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა მიერთების უშედეგო მცდელობაზე. ელჩმა დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ჩინეთის მხარე განუხრელად ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას საერთაშორისო არენაზე, მათ შორის, რეგიონული ორგანიზაციების ფარგლებში.

შეხვედრაზე მხარეებმა რივე ქვეყნის მიერ კორონავირუსის დასაძლევად გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გაცვალეს და სამომავლოდ თანამშრომლობის გაღმავების სურვილი გამოთქვეს.