პოლიტიკა

თურნავა: ტერმინის „ღრმაწყლოვანი“ პოლიტიზირება, ალბათ იმას აწყობდა, ვინც ამით თავის წარუმატებლობას ფარავდა

ეკონომიკის მინისტრი
17:56 22.05
დაკოპირებულია

"ტერმინის „ღრმაწყლოვანი“ პოლიტიზირება და განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება ალბათ იმას აწყობდა, ვინც ამით თავის წარუმატებლობას ფარავდა",- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის თქმით, ღრმაწყლოვანია ნებისმიერი პორტი, რომლის აკვატორიის სიღრმე 10 მეტრზე მეტია.

"რაც შეეხება ზოგადად პორტების ღრმაწყლოვანობას, მოდით განვმარტოთ, რადგან დღევანდელ დღეს ნებისმიერი თანამედროვე პორტი, რომელიც უნდა მოემსახუროს თანამედროვე, „პანამაქსის“ ტიპის ხომალდებს, რომელთაც 65 ათას ტონაზე და მეტი ამწეობის შესაძლებლობა აქვთ, უნდა იყოს ღრმაწყლოვანი, ესაა ნებისმიერი პორტი, სადაც აკვატორიის სიღრმე 10 მეტრზე მეტია. დღესდღეობით ფოთის მოქმედი პორტი და მისი აკვატორია საშუალოდ 8 მეტრის სიღრმისაა მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ ადგილებში ის 10 მეტრამდეც ღრმავდება. ნებისმიერი საპორტო ინფრასტრუქტურა, რომელიც განვითარდება აქ, რიონის დელტაში, უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტის და 10 მეტრზე მეტი სიღრმის",- განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, რიონის დელტა ინტენსიური მოსილვით გამოირჩევა, ამდენად, ფოთში პორტის ნორმალური ფუნქციონებისთვის გარკვეული პერიოდულობით აკვატორიის დაღრმავებაა აუცილებელი.

მინისტრმა კომპანია „ეიპიემ ტერმინალსის“ მიერ ფოთის პორტის გაფართოების პროექტზე ისაუბრა, რომელიც ნავმისადგომის აკვატორიის დაღრმავებას ითვალისწინებს.

"ტერმინი „ღრმაწყლოვანი“ მითითებულია იმ პროექტის სათაურში, რომელიც „ეიპიემ ტერმინალსმა“ შემოიტანა ფოთის პორტის გაფართოების პროექტის კონცეფციის განხილვის მიზნით. კომპანიას ფლობს მიწათსარგებლობის ნებართვას, თუმცა ჩვენ ჯერჯერობით არ მიგვიღია მომავალი პორტის დეტალური ტექნიკური პროექტი, საიდანაც კონკრეტულად გვეცოდინება, თუ რა კონფიგურაციითა და პარამეტრებით იქნება ეს პორტი აშენებული. ეს შემდგომი პროცესია, რაზეც ისინი ჯერ ისევ მუშაობენ,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ასევე ღრმაწყლოვანია ფოთში კიდევ ერთი ე.წ. „პეისის ტერმინალის“ გაფართოების პროექტი, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) - ის ინვესტიციით ხორციელდება. თურნავას განცხადებით, სავარაუდოდ 10 მეტრზე მეტი სიღრმე ექნება ფოთის პორტს „ეიპიემ ტერმინალის“ პროექტის განხორციელების შემდეგ.

"ისე ფაქტი, რომ „პეის ტერმინალსის“ პროექტი და ალბათ მომავალში „ეიპიემის“ პროექტი ორივე თანამედროვე შეფასებით „ღრმაწყლოვანია“, ერთი მეორის განვითარებას ხელს არ უშლის. ასეთივე ღრმაწყლოვანი უნდა იყოს თანამედროვე ტიპის ანაკლიის პროექტი და ნებისმიერი საპორტო ინფრასტრუქტურა, რომელიც საქართველოში ვითარდება, რათა იყოს კონკურენტული",- აღნიშნა თურნავამ.

იპოთეკური სესხი

სახელმწიფო იპოთეკურ სესხებზე ნაწილობრივ...

სახელმწიფო იპოთეკური სესხის ამღებ პირებს 20%-იან გარანტორად ჩაუდგება. ამის შესახ...
კომპანია „აჭარაბეთმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა „ინიციატივა“ შექმნა, რომელიც...
47 წუთის წინ
„ჯორჯიან მანგანეზმა“ ორ ახალ ობიექტზე - „პერევისა 2“-სა და „თხილისწყალზე“ ოპერირება დაიწყო, ხოლო „მღ...
15:08
ბრაზილიამ კორონავვირუსით ინფიცირების ზრდის ტემპით აშშ-ს გაუსწრო და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. 27 მა...
15:00
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ყველაზე სარისკოა საზოგადოე...
14:44
რემონტი პანდემიის დროს როგორ გავაკეთოთ რემონტი პანდემიის პირობებში
იმ პერიოდში, როდესაც მთელი მსოფლიო და საქართველო აქტიურად მუშაობს COVID 19 ის გავრცელების შეჩერებაზე...
საპატრიარქო საფარის მონასტრის მიმდებარედ...
„ᲢᲧᲘᲡ ᲙᲝᲓᲔᲥᲡᲘᲡ“ ᲓᲐᲛᲢᲙᲘᲪᲔᲑᲘᲡ შემდეგ, საპატრიარქომ სამცხე-ჯავახეთში, მონასტრის გარ...
ავსტიული წარმოების სალიანდაგო მანქანებს...
„საქართველოს რკინიგზის" ავსტიული წარმოების სალიანდაგო მანქანებს კაპიტალური შეკეთ...
კალაძე: დეველოპერების დახმარების გეგმით...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ნაწილით,...