მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

„დარწმუნებული ვარ, რომ სტრატეგიული ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის შემდგომშიც განვითარდება და გაძლიერდება“,- აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, რომელიც ქართველ კოლეგას დავით ზალკალიანს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს საერთო მიზნები - ეს არის სრული ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში, დემოკრატიული ღირებულებების განვითარება და ეკონომიკური ზრდა“,- აღნიშნულია წერილში.

მინისტრის თქმით, უკრაინა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აფასებს იგივე მხარდაჭერას საქართველოს მხრიდან.

„დარწმუნებული ვარ, რომ სტრატეგიული ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის შემდგომშიც განვითარდება და გაძლიერდება ჩვენი მეგობრული ხალხების საკეთილდღეოდ. ამ რთულ დროს, კორონავირუსის პანდემიის წარმატებით დაძლევისთვის ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ დამატებითი ძალისხმევები ორმხრივი ურთიერთქმედების ყველა შესაძლო პლატფორმის ეფექტიანი გამოყენების მიზნით, კერძოდ, უნდა განვავითაროთ ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობა და ვაჭრობა“,- წერს დმიტრო კულება