მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვოლსკი: რაც უფრო პოზიტიურად იქნება საქართველო მოხსენიებული, მეტი გააფთრებით შეესევიან სვავები ქვეყანას 

ვიცე-სპიკერი ოცნების ოფისში

„მიაქციეთ ყურადღება, რა პროცესები მიდის წინასაარჩევნო პერიოდში და სამწუხაროდ, მივალთ იქამდე, რომ მავნებლობა და დესტრუქცია არის ერთ-ერთი საგანგებო რესურსი, რომელსაც იყენებს ჩვენი ოპონენტების გარკვეული ჯგუფი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი ოპონენტების განცხადებებს გამოეხმაურა.

„გამომსვლელები, ოპონენტები, თუ არ მივიღებთ მხედველობაში გარკვეულ ცოტა პოპულისტობისკენ გადახრილ შეძახილებს, რეალობაში კონსტრუქციულები არიან. თუნდაც, კრიტიკაში, მაგრამ ფაქტია, რომ ზოგი ხიბლის ცოდვაშია ჩავარდნილი, მაგალითად, თუკი მიაჩნიათ, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ მათ აღელვებთ.

არის საკითხები, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, თუმცა, ეს არაფრით არ მეტყველებს იმაზე, რომ ბატონმა კახა კუჭავამ რაიმე არასწორი ან შეუსაბამო თქვა. რასაკვირველია, ლარის კურსიც მნიშვნელოვანი და საგანგებო თემაა, რაზეც ასევე ინტენსიურად და გაცილებით უფრო პროფესიონალურად საუბრობენ სახელმწიფოს წარმომადგენლები“, - განაცხადა ვოლსკიმ.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება რეალურ პრობლემებს თვალს უსწორებს.

„გარდა ამისა, მიაქციეთ ყურადღება, წინასაარჩევნო პერიოდში რა პროცესები მიდის და სამწუხაროდ, მივალთ იქამდე, რომ მავნებლობა და დესტრუქცია არის ერთ-ერთი საგანგებო რესურსი, რომელსაც იყენებს ჩვენი ოპონენტების გარკვეული ჯგუფი. ჯერ გვეუბნებოდნენ, რომ ფულს ვიხდით იმაში, რომ ადამიანმა აღიაროს, რომ ვითომ კორონავირუსი აქვს, ახლა წამოვიდა უკუპროცესი და გვეუბნებიან, რომ, საზოგადოებას ატყუებენ, რომ თითქოსდა ბევრია კორონავირუსით დაავადებული და ჩვენ ამას ვმალავთ.

ხან ექიმების ხალათებს მიღმა ვიმალებით და ხან ექიმები არიან მთავარი სალანძღავი ობიექტები. აი ეს არის რეალობა და მეორე, რაც საგანგებოდ მნიშვნელოვანია, ვერ გამოიყენეს, გახსოვთ, ამის თაობაზე რა აჟიოტაჟი იყო ატეხილი და ვერ გამოიყენეს ფაროსანას თემა და დააზიანეს ქვეყანა, „ც ჰეპატიტის“ თემაზე გახსოვთ, რა ამბავი იყო და საზოგადოება ამ სისულელეს არ აყვა. ვერ შემოიჭრნენ პარლამენტში, არ დაგვიწესა, ბოლოს და ბოლოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები, როგორც ამას მოითხოვდნენ და როგორც ამაზე ოცნებობდნენ ოპონენტები.

მსოფლიო ბანკის რეიტინგები არ დარჩა არცერთი, სადაც საქართველო მოწინავე პოზიციაზე არ დგას. და აქედან გამომდინარე, რაც უფრო პოზიტივში იქნება საქართველო ამ ურთულეს პირობებში მოხსენიებული, მეტი გააფთრებით იქნებიან შემოსეულები რეალობას ის სვავები, რომლებიც ხანდახან, განცხადებებით და ხანდახან, თავისი მართული საინფორმაციო საშუალებებით უტევენ ქვეყნის იმიჯს და სტაბილურობას“, - განაცხადა ვოლსკიმ.