მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აი, ეს არის ჩემი ბათუმი“ - მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას აქვეყნებს (ვიდეო)

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკზე ვიდეომიმართავს აქვეყნებს და ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.

„ეს არის ჩემი ბათუმი. ორში ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე და მივცეთ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“, არავითარ შემთხვევაში, არც ივანიშვილს და არც გახარიას, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოგწონთ მიეცით ხმა შედარებით პატარა პარტიებს. ხომ ხედავთ, ყველაფერი გავრისკე. ისე მენატრებოდა აქაურობა. დღეს არის ჩემი ოცნების აღსრულება“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას 2 ოქტომბერს გეგმავს. თუმცა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა სადაც წერს რომ ის 8 წლის შემდეგ საქართველოშია.

როგორც სააკაშვილი აცხადებს თვითმფრინავის ბილეთი უკვე ნაყიდი აქვს, რადგან აღნიშნულ არჩევნებზე „საქართველოს ბედი წყდება“.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ავიღე ბილეთი“ - სააკაშვილი საქართველოში დაბრუნების თარიღს ასახელებს (ვიდეო)

👉 „ბილეთის დაჯავშნა, ჩამოსვლას არ ნიშნავს“ - ვახტანგ ძაბირაძე

👉 „დედას ბუშტი გვიბრუნდება“ - თეა წულუკიანი სააკაშვილზე