მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენი ამომრჩეველი არის გონიერი, მე მათ არ ვეტყვი, ვის მისცენ ხმა მეორე ტურში“- გიორგი გახარია

გიორგი გახარია

„ჩვენს ამომრჩეველს ვერ და არ ვეტყვით, არ მივაყენებთ შეურაცხყოფას, რომ მათ ვუთხრათ რომელიმე პარტიას დაუჭირონ მხარი“, - აღნიშნულის შესახებ ექსპრემიერმა, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, „პარტია - საქართველოსთვის“ მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების მითითებით იმ მიზნით, რომ არსებულ ორ პოლიტიკურ ძალას არ მისცეს საშუალება რადიკალიზაციისა და უსამართლობის დამკვიდრების.

„ჩვენი ამომრჩეველი გონიერია, რომელმაც ჩვენი მხარდაჭერით აღნიშნა, რომ წინააღმდეგია რადიკალიზაციის, ძალაუფლების კონცენტრაციის და მომხრეა ძალაუფლების დაბალანსების.

შესაბამისად ჩვენ მათ ვერ და არ ვეტყვით და არ მივაყენებთ შეურაცხყოფას, თუ რომელ პარტიას დაუჭირონ მხარი, მარტივი მიზეზის გამო, თვითონ ფაქტი, რომ მათ ჩვენ დაგვიჭირეს მხარი, ეს პირდაპირ მიანიშნებს იმას, რომ ამ ამომრჩეველმა უარი უთხრა რადიკალიზაციას და იმ ორ რადიკალურ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ქმნის ილუზიას ერთმანეთთან ბრძოლის და ქვეყანას აბრუნებს წარსულში.

მე ვასრულებ ჩვენი ამომრჩევლის, საქართველოს მოქალაქეების მითითებებს განსაკუთრებით ამ მუნიციპალური არჩევნების შემდეგ, ჩვენ ყოველთვის და ღიად ვიქნებით ძალაუფლების კონცენტრაციის, რადიკალიზაციის იმ უნამუსო გაყალბების და ჩვენი საქართველოს მოქალაქეების ხმების მოპარვის და შესყიდვის, რომელიც სამწუხაროდ, ამ ბოლო მუნიციპალურ არჩევნებზე გამოვლინდა.

ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ უმრავლესობას მივეცით საშუალება დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ მიტინგი მოეწყო და იმის მაგივრად, რომ მერობის კანდიდატი გვერდით ეჯდეს იმ ყოფილ პრეზიდენტს, დღეს აქციას აწყობს.

ჩვენი ამომრჩეველი გონიერია და მე მათ არ ვეტყვი, თუ ვის მისცეს ხმა მარტივი მიზეზის გამო, თვითონ ფაქტი, რომ ამომრჩეველმა ჩვენ მოგვცა ხმა, ეს ნიშნავს, რომ მათ მისცეს ხმა როგორც „ოცნების“ ლტოლვას, ძალაუფლება შეინარჩუნოს ძალადობით ქვეყანაში, ასევე „ნაცების“ სურვილს, ძალადობით მოაწყოს რევანში.

ჩვენი ამომრჩევლის მხარდაჭერა ნიშნავს, რომ ეს ორი პოლიტიკური ძალა მათთვის მიუღებელია „ოცნების“ დაუოკებელი ჟინი, რომ ძალადობით შეინარჩუნოს ძალაუფლება და ასევე, „ნაცების ცირკი“ და „მასკარადი“, რომელიც მოაწყვეს იმისათვის, რომ რევანშის უფლება ჰქონდეთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოქალაქეებმა 64 მუნიციპალიტეტში მერებისა და საკრებულოების კანდიდატებს მისცეს ხმა.

ცესკოს განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 51.92% შეადგინა.

მერის არჩევნების II ტური საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება, მათ შორის თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთსა და ბათუმში.

თბილისში II ტურში ერთმანეთს კახა კალაძე და ნიკა მელია დაუპირისპირდებიან.

რაც შეეხება თბილისის საკრებულოს მანდატებს, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ 28 მანდატს მიიღებს (19 პროპორციული და ცხრა მაჟორიტარული), „ნაციონალური მოძრაობა“ 13 მანდატს (პროპორციული), „გახარია – საქართველოსთვის“ 4 მანდატს (პროპორციული)„ლელო“ 2 მანდატს (პროპორციული), „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება“ 1 მანდატს (პროპორციული) „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ 1 მანდატს (პროპორციული).

საქართველოს მასშტაბით, პროპორციული სიით, „ქართული ოცნება“ ლიდერობს. პარტიების შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 46.65 %, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 30.07%, „გახარია - საქართველოსთვის“ 7.79 %, „ლელო“ - 2.71 %, „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი - მეტი თავისუფლება“ 1.44 %, „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ -0.85 %.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„ამომრჩევლები იმსახურებენ საარჩევნო პროცესის სამართლიანობის უფრო მაღალ სტანდარტს“ - აშშ-ს საელჩო

✔️„დღეს დილით ხელისუფლებაში უნდა ყოფილიყვნენ და არ ჩანან რაღაც“ - თეა წულუკიანი