მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხარაგაულის მერიამ სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას თანხა ჩაურიცხა

სტიქიით დაზარალებულების დახმარება

ხარაგაულის მერიამ სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას თანხა ჩაურიცხა

"ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, რომელიც ხარაგაულში, მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის ინიციატივით განხორციელდა.

2019 წლის სტიქიით დაზარალებულ 40 ოჯახს, დღეს, ფულადი კომპენსაცია ჩაერიცხა! აღნიშნულ ოჯახებზე საერთო ჯამში 91 345 ლარი გადანაწილდა!

2019 წლის ივნის-ივლისის ძლიერი წვიმების შედეგად მიყენებული ზარალი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოწვეულმა კერძო აუდიტორმა დაითვალა. დაიდო შესაბამისი დასკვნა, რის საფუძველზეც მოხდა მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემა", - ნათქვამია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.