მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხარაგაულის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა აგვისტოს ომში დაღუპული გმირის საფლავი გვირგვინით შეამკეს

აგვისტოს ომში დაღუპულის საფლავი გვირგვინით შეამკეს

ხარაგაულის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა აგვისტოს ომში დაღუპული გმირის ზაზა გუნჩაძის საფლავი გვირგვინით შეამკეს. ამის შესახებ ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა. აგვისტოს ომში ერთადერთი ხარაგაულელი, სოფელ ხიდრის მკვიდრი, ზაზა გლუნჩაძე დაიღუპა.ზაზა 41-ე ბატალიონში იბრძოდა. მას დაჭრილები გამოჰყავდა ბრძოლის ველიდან, რა დროსაც მტრის დაბომბვას, 8 აგვისტოს, ცხინვალში ემსხვერპლა“,- აღნიშნულია მერიის განცხადებაში.