მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რაჭაში სტიქიით დაზარალებულებს ფქვილის ტომრები გადაეცა

სტიქიით დაზარალებულ სოფლებს, ჭიორას გლოლას და ღების ყველა მოსახლეს ფქვილის ტომრები გადაეცემა

სტიქიით დაზარალებულ სოფლებს, ჭიორას გლოლას და ღების ყველა მოსახლეს ფქვილის ტომრები გადაეცეა. პროცესში ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე მონაწილეობდა. არსებული ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტო PIA.GE -ს საქართველოს პარლამენტის საზოგადოაბასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს.

„ჩვენ, ერთობლივი ძალისხმევით ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეიძლება მეტად დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას სტიქიის ზონაში და წარმატებით გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას, რათა მალე დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს''- განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

ცნობისთვის, სტიქია რაჭაში 28 ივლისს მოხდა, რაც მდინარე რიონის ადიდებამ გამოიწვია. სტიქიის შედეგადაც დაზიანდა ხიდები, გზის სავალი ნაწილი და გარემოს მოწყდა 12-მდე სოფელი.