მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამეგრელო-ზემო სვანეთში შესაძლოა კარანტინი გამოცხადდეს

მოწერელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია არ გამორიცხავს, რომ სპორტსმენის კლასტერიდან რომელიმე პირისთვის კორონავირუსის დადგენის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.

“თუ სამ უშუალო კონტაქტს, განმეორებითი ანალიზის შემთხვევაში, კორონავირუსი დაუდგინდა, შესაძლოა,მიღებული იყოს ასეთი ზომები”,-აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.

სამეგრელოს გუბერნატორი აცხადებს, რომ სპორტსმენის კონტაქტების წრე ფართოვდება. ამ დროისთვის საკარანტინო ზონაში სპორტსმენის კონტაქტებიდან 23 პირია გადაყვანილი. სულ დადგენილია 54 კონტაქტი.

რაც შეეხება ინფექციურ საავამდყოფოს, სამეგრელო-ზემო სვანეთში covid 19-ის დიაგნოზით ორი ადამიანი რჩება. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, მეორეს კი სტაბილური.

საქართველოში კორონავირუსის 188 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულია 36, ხოლო გარდაცვლილია 2 პაციენტი.