მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სენაკში აგრარული ბაზარი იხურება

ხილი ბაზარში

სენაკში აგრარული ბაზარი ირშაბათიდან დროებით აღარ იმუშავებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ განუცხადა.

მისი თქმით, ზუგდიდისა და ფოთის ბაზრებში მდგოამრრობა გაუმჯობესებულია, თუმცა, სენაკში ვითარება არ შეცვლილა. ამიტომაც, როგორც რწმუნებული ამბობს, სანამ ადმინისტრაცია კონკრეტულ ღონისძიებებს არ გაატარებს, ბაზარი დროებით დაიხურება.

სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში მიმდინარე საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულებუს შემდეგ ალექსანდრე მოწერელიამ ასევე აღნიშნა, რომ რეგიონში სამართალდარღვევებმა იკლო, ამიტომაც კონტოლის გამკაცრება ამ ეტაპზე არ იგეგმება.

მოწერელიამ ოკუპირებული აფხაზეთიდან პაციენტების ნაკადის შესაძლო ზრდაზეც ისაუბრა, რაც მისივე თქმით, აფხაზეთში არსებული მოუწესრიგებელი ვითარებით არის განპირობებული. სწორედ ამიტომ რუხის მრავალპროფილური კლინიკის აღჭურვა დაჩქარებული ტემპითბმიმდინარეობს.