მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოფელ კარდენახში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

დეჟავუში აფეთქება მოხდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში 24 წლის კაცი დაჭრეს. მას შემავალი ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული და ამ წუთებში ქირურგიული ოპერაცია გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსში უტარდება.

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე საკუთარ ნათესავთან მოუხდა. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.

საქმეზე გამოძიება 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. მომხდარზე ერთი პირია დაკავებული, რაც ისჯება რვიდან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან უვადო პატიმრობით.