მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ 89 პროექტი განხორციელდება

მერიის შენობა

ზუგდიდში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ 89 პროექტი განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში ეწყობა ხიდ–ბოგირები, მილ–ხიდები, სტადიონები, გარე განათება, სკვერები, მოსაცდელები, მემორიალი და მიმდინარეობს გზების რეაბილიტაცია.

„განსახორციელებელი პროექტების პრიორიტეტულობას სოფლის მოსახლეობა თავად განსაზღვრავს. პროგრამა ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას როგორც თავიანთი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარების საქმეში, ისე ზოგადად, სოფლის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულების განსაზღვრაში“, - ნათქვამია ზუგდიდის მერიის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 89 პროექტის განხორციელებაზე 1 224 523 ლარი დაიხარჯება.