მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„იმის შანსი, რომ სასკოლო გარემოში სწავლა განახლდეს, რეალურად  არსებობს“ - თამარ გაბუნია

„იმის შანსი, რომ სასკოლო გარემოში სწავლა განახლდეს რეალურად  არსებობს“

„შესაძლებელია, რომ ყველა წესის დაცვითა და ვაქცინაციით, სწავლა 4 ოქტომბრიდან სკოლებში განახლდეს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ მედიასთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, მასწავლებლებში ვაქცინაციის ტემპმა მოიმატა.

„ტენდენცია იმგვარია ეპიდემიოლოგიური კუთხით, ვფიქრობ, 4 ოქტომბრისთვის რეალური შანსი იმის, რომ სკოლების დიდ ნაწილში სწავლა განახლდეს, სასკოლო გარემოში რეალურად არსებობს. ამას კიდევ უფრო მეტად აძლიერებს პედაგოგების და სკოლის კოლექტივის ვაქცინაციის კარგი და მაღალი მაჩვენებელი. 4 ოქტომბრამდე კიდევ გვაქვს 3 კვირა, რომ ეს მდგომარეობა უფრო მეტად გამყარდეს და ბავშვებს ჰქონდეთ საკლასო გარემოში დაბრუნების შესაძლებლობა, როგორც დიდ ქალაქებში, ასევე, სოფლებში.

რაც მეტად მივუახლოვდებით სექტემბრის ბოლოს, უფრო მკაფიო გახდება სურათი, მაგრამ ვფიქრობ, რომ წინასწარი პროგნოზით შესაძლებელია თავისუფლად, რომ სწავლის განახლება აი, ამ ყველა წესის დაცვითა და ვაქცინაციის კარგი მაჩვენებლით მოხდეს სასწავლო გარემოში“, - აცხადებს თამარ გაბუნია.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 პირველკლასელები სწავლას 4 ოქტომბერს საკლასო ოთახებში დაიწყებენ

👉 „ქვეყანაში დასწრებული სწავლა უნდა აღდგეს, ბავშვებს ონლაინ სწავლება უჭირთ“

👉 „4 ოქტომბერს სწავლა სკოლების საკმაოდ დიდ ნაწილში აუცილებლად უნდა აღდგეს“