მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

2021 წელს სტატუსის მქონე მასწავლებლების სახელფასო დანამატი გაიზრდება

მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი 2021 წლის იანვრიდან სტატუსის მქონე მასწავლებლების სახელფასო დანამატის 100 ლარით გაზრდას ითვალისწინებს.

პროექტის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება 880 მილიონი ლარით განისაზღვრება, რაც 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 92 მილიონი ლარით.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა. ეს არის პირველადი ვერსია. ბიუჯეტის პარამეტრები დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის მომზადებისას გადაიხედება. პარლამენტმა ბიუჯეტის პროექტი მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს, შესაბამისად მას ახალი, მე-10 მოწვევის პარლამენტი მიიღებს, რადგან წელს საარჩევნო წელია.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.