საზოგადოება

23 მაისიდან დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო იქნება

კორონავირუსი, პირბადე
20:37 22.05
დაკოპირებულია

23 მაისიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო იქნება. ამის შესახებ პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.

"23 მაისიდან დახურულ საჯარო სივრცეებში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება, მათ შორის სავაჭრო ობიქტებშიც. ასევე, სავალდებულო იქნება სოციალური დისტანცის დაცვა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში კარანტინი გაუქმებულია და საკარანტინე ზონებად რჩება მხოლოდ სოფელი მუშევანი და სოფელი გეტა, სადაც ამ ეტაპზე აქტიური პრევენციული ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები მინდინარეობს. საკარანტინო ზონად კვლავაც რჩება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი",- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, უქმდება ასევე სახლიდან გასვლის შესახებ შეზღუდვა 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის.

"უქმდება ავტომობილებში სამკაციანი შეზღუდვა და ეს შეზღუდვა იმოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ტაქსით მომსახურეობის დროს. ასევე, ყველა ტაქსის მძღოლი ვალდებული იქნება, გამოიყენოს პირბადე. ასევე უქმდება შეზღუდვა სახლიდან გასვლის შესახებ 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის, მაგრამ ვინაიდან ეს ადამიანები მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ, ჩვენ მივმართავთ მათ რეკომენდაციით, რომ უკიდურესი აუცილებლობის გარდა, სახლიდან არ გავიდნენ და დარჩნენ შინ", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

უახლესი ამბები - სომხეთ-აზერბაიჯანის კონ...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, წერტილოვან შეზღუდვებს იმ სკოლე...
56 წუთის წინ
1-30 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR - გადასახ...
17:43
დღეს, 29 სექტემბერს გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის სა...
17:41
„კრიმინალური და მავნებელი ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პროვოკაციები და ძალადობა არ წყდება“...
17:38
დევნილთა სამინისტროში მემორანდუმი გაფორმდა ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შ...
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ანტიმიკრობ...
ბექა ლილუაშვილი მსოფლიო ბანკის კვლევაზე...
„საქართველოში, კორუფციის კონტროლის ხარისხის მიხედვით, საქართველო უკვე მესამედ მო...
„ამომრჩეველს კენჭისყრის კაბინაში მობილურ...
დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი ანა დოლიძე პარლამენტს ინი...
სომხეთი მძღოლებს მოუწოდებს, რომ საქართვე...
სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტი უსაფრთხოების მიზნით ტრაილერების მძღოლე...