საზოგადოება

აგროდიზელი შეღავათიან ფასად 12 000-ზე მეტმა ფერმერმა შეიძინა

აგროდიზელი, ფერმერები
11:12 29.05
დაკოპირებულია

კახეთის რეგიონში აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის მიმდინარეობას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი ადგილზე გაეცნო.

სააგენტოს დირექტორი რეგიონში კახეთის მხარის რწმუნებულთან, ირაკლი ქადაგიშვილთან და კომპანიის ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ დირექტორთან, ლევან გიორგაძესთან ერთად იმყოფებოდა.

„აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა შუფერხებლად მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობით, პროგრამით უკვე 12 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა. ფასდაკლების ბარათებით ფერმერებმა 100 000 ლიტრზე მეტი აგროდიზელი მიიღეს და 70 000 ლარზე მეტი დაზოგეს“, - განაცხადა ილია თამარაშვილმა.

კომპანიის ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ დირექტორის, ლევან გიორგაძის განცხადებით, კახეთის რეგიონში მოქმედ 10 ავტოგასამართ სადგურზე ფერმერები აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებული შეღავათით შეუფერხებლად სარგებლობენ.

„ფერმერებისათვის ეს არის უპრეცენდენტო დახმარება. რამდენიმე დღეა რაც ეს პროგრამა დაიწყო და კახეთის რეგიონში უკვე 30,000 ლიტრი დიზელი ფერმერებმა ფასდაკლებით მიიღეს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ფასდაკლების ბარათები ფერმერებისთვის ეტაპობრივად გაიცემა, როგორც იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში (my.gov.ge-ზე ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით), ასევე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში, აგროდიზელის ფასდაკლების ბარათებს გასცემს ლიბერთი ბანკის ფილიალებიც. ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, დიზელის შეღავათიან ფასად მიღებას შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელი ის ფიზიკური და იურიდიულ პირები, რომელთაც გააჩნიათ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრებად რეგისტრირებული არანაკლებ 0.25 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გარდა საძოვარისა, ან პირები, რომლებიც მოახდენენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირველად რეგისტრაციას და დაზუსტებას. პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალიწინებულია 1 ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა.

პირველ ეტაპზე, 20 მაისიდან ფასდაკლების ბარათები გაიცემა ფიზიკურ პირებზე, ხოლო 1 ივნისიდან - მიწის თანამესაკუთრეებსა და იურიდიულ პირებზე. ბარათების გაცემა მოხდება პროგრამის ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ხოლო თანამესაკუთრეების შემთხვევაში, დამატებით შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე. პროგრამით 200,000-ზე მეტი ფერმერი ისარგებლებს. პირველ ივლისამდე, ფასდაკლების ბარათით შესაძლებელია არაუმეტეს 50 ლიტრის ოდენობის საწვავის შეძენა, 1 ივლისიდან 1 სეტემბრდე - არაუმეტეს 300 ლიტრის, ხოლო 1 სექტემბრიდან, შესაძლებელია ნებისმიერი ოდენობის საწვავის ფასდაკლების ბარათების განაღდება.

მსოფლიო ჯანდაციოს ორგანოზაციის პრეზიდენტი კორონავირუსისი წამალზე კომენტარს აკეთებს

ჯანმოს ხელმძღვანელი: კორონავირუსი პირველ...

„ძალიან ბევრი ქვეყანა არასწორი მიმართულებით წავიდა“ , - ამის შესახებ ჯანდაცვის მ...
23:20 13.07
„ნაცმოძრაობა და კონკრეტულად გვარამია მიზანმიმართულად ეწევიან მართლმსაჯულების საბოტაჟს, მათთვის მთავა...
22:02 13.07
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრის რაჰიმ გაზიევის დაკ...
21:56 13.07
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვა...
21:05 13.07
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ მდგრადი განვითარების შესახებ გაერო-ს...
20:24 13.07
ლაშა დარსალიას შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროკავშირ...
2020 წლის 13 ივლისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ, ევროკავშირის სადამკვირვებლო...
ეკონომიკის მინისტრმა ტურისტული ინდუსტრიი...
ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურ...
18:43 13.07
სომეხმა ჯარისკაცებმა აზერბაიჯანის მიწის...
„თუ სომხეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის პოციზიებს, აზერბაიჯანულ სოფლებს ცეცხლს უხ...
გოგა ხაინდრავა დიმიტრი გორდონს მიმართავს
რეჟისორი გოგა ხაინდრავა საკუთარ Youtube-ის არხზე ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადა...