მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აქცია უნივერსიტეტის ქუჩაზე - ყვავილებით მოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს

ყვავილებით მობვაჭრეებმა აქცია გამართეს

თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე ყვავილებით მოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს. 

მოვაჭრეების თქმით, ისინი კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ. მოვაჭრეები აცხადებენ, რომ შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

„როგორ უნდა ვიცხოვროთ? მშივრები დავიხოცებით, გინდ კორონას დავუხოცივართ, გინდა კიდევ მშივრები დავხოცილვართ“, - აღნიშნა თამარ ჯანგულაშვილმა სატელევიზიო ეთერში.

ყვავილებით მოვაჭრეები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

ინფორმაციისთვის, კოვიდ 19-ის გავრცელების გამო მთავრობის გადაწყვეტილებით 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ახალი რეგულაციები ამოქმედდა.

28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით:

ქვეყნის მასშტაბით იზღუდება 👇

⭕21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე.

⭕ მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის - რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა.

⭕ რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

შეზღუდვები, რომელიც დაწესდა:

👉 ყველა შეზღუდვა, რომელიც დაწესდა - ჩამონათვალი