მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ანაგი დეველოპმენტი“ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

ანაგი დეველოპმენტმა Stopcov ფონდში 300 000 ლარი გადარიცხა

„StopCov ფონდის“ ანგარიში დღეს კიდევ 300 000 ლარით გაიზარდა - სამშენებლო კომპანია „ანაგი დეველოპმენტმა“ კორონა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ ფონდში 300 000 ლარი გადარიცხა.

“ჩვენ გვჯერა, რომ ერთიანი ძალებით შევძლებთ, გავუმკლავდეთ ქვეყნის წინაშე არსებულ ამ უდიდეს გამოწვევას და ერთად დავამარცხებთ COVID-19-ს“ - აცხადებენ კომპანიაში.

"ანაგი დეველოპმენტი" მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ასევე ხელისუფლების მიერ დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით, განაგრძობს ყველა ვალდებულების შესრულებას, როგორც მისი მომხმარებლების, ასევე - თანამშრომლების მიმართ.

კომპანიის თქმით, მომავალი მობინადრეების წინაშე აღებული ყველა ვალდებულება პირნათლად შესრულდება დათქმულ ვადებში. ამასთან, კომპანიის ყველა თანამშრომელი შეინარჩუნებს სამუშაო ადგილს და დროულად და სრულად მიიღებს კუთვნილ ანაზღაურებას.

გარდა ამისა, „ანაგი დეველოპმენტის“ გუნდი უწყვეტად განაგრძობს დისტანციურად მუშაობას და ბინის შეძენით დაინტერესებულ ყველა პირს სრულ მომსახურებას სახლიდან გაუსვლელად სთავაზობს. გაყიდვების ჯგუფთან დაკავშირება შესაძლებელია ნომერზე: +995322 318 318; Whatsapp-ისა და Viber-ის აპლიკაციების - +995577 318 318; +995555 318 310 და ასევე ელ.ფოსტის მეშვეობით: [email protected] .

„ჩვენი გუნდი უწყვეტად აგრძელებს მუშაობას თქვენთვის და მზად არის დისტანციურად მოგაწოდოთ სრული ინფორმაცია ჩვენი პროექტების შესახებ, თქვენ კი დარჩით სახლში. გვჯერა რომ ძალიან მალე შევხდებით ერთმანეთს“ - აცხადებენ კომპანიაში. 

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, „ანაგი დეველოპმენტი“ მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მოწოდებას კერძო სექტორის მიმართ და სრულად იზიარებს მოქალაქეობრივ და სოციალურ პასუხისმგებლობას.

„ანაგი დეველოპმენტი“ 30 წლიანი ისტორიის მქონე უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ანაგის“ ახალი მიმართულებაა.