მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავსტრიის ელჩი: ტყის კოდექსის მიღება საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციასთან აახლოებს

არად ბენკო

„ავსტრია და „ავსტრიის განვითარების სააგენტო“ ტყის კოდექსის შემუშავებას მხარს მრავალი წლის განმავლობაში უჭერდა. დღეს ამაყი ვარ მიღწეული შედეგით. ტყის კოდექსის მიღება საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციასთან კიდევ უფრო აახლოებს“, - განაცხადა ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, არად ბენკომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნინო წილოსანთან ერთად, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა გარემოსდაცვითი მიმართულების მიმდინარე და დაგეგმილი საკანონმდებლო რეფორმების შესახებ ისაუბრა.

ლევან დავითაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება ტყის ახალ კოდექსზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ახალი კოდექსი არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის მართვა სრულიად ახალ ეტაპზე გადაჰყავს.