მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

წყალდიდობა ბათუმში

ბათუმში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

ერთდროულად მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეებისა და ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხების ადიდება გამოიწვია.

დაიტბორა მიმდებარე ტერიტორიები, ქუჩები, ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები. კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე ფერიაც.

მდინარე მეჯინისწყალში ხიდიდან ავტომანქანა გადავარდა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს.

მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურები და სპეცტექნიკა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. - წერია ბათუმის მერიის განცხადებაში.