საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილი ჯემალ ჭკუასელს 85 წლის იუბილეს ულოცავს

ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ფოლკლორისტი და ლოტბარი ჯემალ ჭკუასელი
19:54 28.09
დაკოპირებულია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო ანსამბლ „ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელს, ლოტბარსა და ფოლკლორისტს ჯემალ ჭკუასელს 85 წლის იუბილეს ულოცავს.

როგორც მისალოც ტექსტში ივანიშვილი აღნიშნავს, ის დარწმუნებულია, რომ საქმეს, რომელსაც ჯემალ ჭკუასელი ემსახურება, თაობები დააფასებენ:

„ჩვენო საყვარელო, ბატონო ჯემალ, მე და ჩემი ოჯახი მთელი გულით გილოცავთ 85 წლის იუბილეს!

ბედნიერებაა, პირადად იცნობდე ქართული კულტურის დიდ მოამაგესა და ქომაგს, თავისი საქმის ერთგულ, დაუღალავ კაცს, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა ჩვენი ყველაზე დიდი საგანძურის - უნიკალური ქართული ფოლკლორის აღორძინებას.

გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. დარწმუნებული ვარ, ამ კეთილშობილურ საქმეს, რომელსაც თქვენ ემსახურებით, თაობები დააფასებენ. ბიძინა ივანიშვილი“, - აღნიშნულია „ქართული ოცნების“ ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე.

ჯემალ ჭკუასელი დაბადების დღეს 18 მაისს აღნიშნავს, თუმცა, სახალხო არტისტის იუბილე დღეს, ანსამბლ „ერისიონის“ 135-ე წლისთავთან ერთად აღინიშნა.

ანსამბლი „ერისიონი“ 1885 წელს დაარსდა და დღეს ის ეთნო-სტილში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო პროექტია.

ჯემალ ჭკუასელი ანსამბლ „ერისიონს“ სათავეში 1986 წლიდან ედგა.

ჯემალ ჭკუასელი საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატია. ამჟამად „ერისიონს“ მისი ვაჟი შერმადინ ჭკუასელი ხელმძღვანელობს.


სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
მარტყოფში 19 წლის ახალგაზრდა მოკლეს. მამაკაცს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები არასრულწლოვანმა თანა...
23:35 22.10
ისანში, მეტრომშენში მცხოვრებმა რამდენიმე მოქალაქემ ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის,...
22:53 22.10
„მიზნად ვისახავთ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს ჩართვა ბიზნესში და მეწა...
22:50 22.10
„შიდა ქართლში სეტყვისგან დაცული სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობი 2021-2024 წლებში 900 ჰექტრით გაიზრ...
22:29 22.10
ბორკოლების დადება პოლიციამ ქარელში ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირ...
ქარელში პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 1957 წელს დაბადებული...
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ ერთად ვიზრუნებთ...
„ჩვენ ერთად ვიზრუნებთ იმაზე, რომ ჩვენი ღირსეული წვლილი შევიტანოთ იმ ღირსეულ საქმ...
ლევან დავითაშვილი: სახელმწიფო ქართული ღვ...
„ქართული ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერისთვის 2021-2024 წლებში სახელმწიფო 46 მლნ...
2021-2024 წლებში ერთწლოვანი კულტურების პ...
„ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების პირველადი წარმოების ხელშეწყობისთვის 200...