მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოდბის დედათა მონასტერში წირვას ილია მეორე ესწრება

პატრიარქი ილია მეორე

ბოდბის დედათა მონასტერში წირვას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ესწრება.

პატრიარქთან ერთად, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საკვირაო წირვას ბოდბის ეპარქიის მეუფე იაკობი აღავლენს.

მსახურება მორწმუნეთა სიმრავლით გამოირჩევა. თუმცა, რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს და ისინი ლოცვას ეზოში, მონასტრის მიმდებარედ დამონტაჟებული აპარატურის საშუალებით ისმენენ. მოგვიანებით, ზიარებას მიიღებენ.

ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები იმყოფებიან. მრევლი საქართველოს პატრიარქის ქადაგებას ელოდება.