მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დანკინმა“ ინფექციურისა და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა

„დანკინმა“  ინფექციურის  და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა

„ამერიკული რესტორნების ქსელმა „დანკინმა“ ინფექციურისა და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკების ბოქსირებული განყოფილების მედიკოსებს, დაუღალავი შრომისთვის მადლობის ნიშნად, საუზმე მიართვა და საშუალება მისცა, „დანკინის“ ყავითა და დესერტებით ენერგიულად დაეწყოთ დილა“, - ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე განცხადებით, ეს აქცია „ვისოლ ჯგუფის“ სოციალური კამპანიის ნაწილია, რომელიც საზოგადოებას თანამედროვე გმირებს გააცნობს დევიზით #შექმენიისტორია.

„შეგახსნებთ, რომ „დანკინის“ რესტორნები ახალი რეგულაციების გათვალისწინებით განაგრძობენ მუშაობას და Drive Thru-ს, Pick Up და მიტანის სერვისების (Glovo, Wolt და Menu.ge) საშუალებით, დილის 09:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე ემსახურებიან ერთგულ მომხმარებელს. COVID-19-თან ბრძოლაში ჩართულ მედიკოსებს კი „დანკინი“ საუზმეს მადლობის ნიშნად რეგულარულად მიართმევს“, - ნათქვამია განცხადებაში.