მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დაზღვეული 9 პროდუქტი – რა უნდა ქნათ, თუ ეტიკეტებზე მაღალ ფასს შენიშნავთ

სურსათი, ფასი, კორონავირუსი, დაზღვეა

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პანდემიის დროს ქვეყანაში 9 ძირითად პროდუქტზე ფასის დააზღვევის შესახებ განაცხადა. pia.ge დაინტერესდა, რამდენით განისაზღვრა თითოეულ პროდუქტზე მაქსიმალური ფასი. 

კითხვით - რამდენია პროდუქტების ფასის ზედა ზღავრი? მოიმატა თუ არა დაზღვევის შემდეგ ფასმა? როგორ აკონტროლებს უწყება ფასების მატებას და რა უნდა ქნას მოქალაქემ, რომელსაც 9 დაზვეული პროდუქტიდან ერთზე მაინც ფასი მომატებული დახვდება Pia.ge-მ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართა.

შესაბამისად, გავარკვიეთ, რომ უწყებამ სამომხმარებლო პრდუქტებზე ფასები 10 მარტის დოლარის კურსის მიხედვით გადააზღვია. 

ეს ნიშნავს, რომ თუ იმპორტიორი კომპანია მთავრობის შეთავაზებაზე წავიდოდა და ფასებს დააზღვევდა, 2 თვის განმავლობაში იმპორტირებული პროდუქტების ფასები, დოლარის კურსისი ცვლილების მიუხედავად, 10 მარტის ნიშნულს არ აცდებოდა. ღირებულების გაზრდის შემთხვევაში კი დამატებით თანხას სახელმწიფო დაფარვს.

როგორც სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა თენგიზ კალანდაძემ განგვიცხადა, სამინისტრომ დოლარის კურის 3 ლართან , ხოლო ევროს კურსი 3,50-თან მიმართებაში დააფიქსირა.

"ჩვენმა სამინისტრომ პირველივე დღეებიდანვე შექმნა შტაბი და დავიწყეთ ფასებისა და მარაგების მონიტორინგი. შემდგო ამას დაემატა მთავრობის დადგენილება 185 და ძირითად 9 სამომხმარებლო პროდუქტზე გადავაზღვიეთ ფასები 10 მარტის მონაცემებით. ანუ დავაფიქსირეთ დოლარის კურის 3 ლართან მიმართებაში და ევროს კურსი 3,50-თან, რაც იმას ნიშნავს რომ კურსისი ცვალებადობის გამო ამ პროდუქრტებზე ფასი არ მოიმატებს. ანუ, რამდენითაც არ უნდა გაძვირდეს. ეს პროცესი 2 თვის განმავლობაში გრძლედება. ამისთავის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილია 10 მილიონი ლარი და თუ საჭირო გახდა, გავაგრძელებთ კიდეც", - განაცხადა თენგიზ კალანდაძემ.

მისივე ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტში ჩართვა, შეზრუდვის გარეშე ნებიემიერ ფირმას შეუძლია.

"პროექტში ჩართვასთან დაკავშრებით ფირმებზე შეზღუდვა არ ხორციელება, ყველას აქვს თავის ფასების დაზღვევის შესაძლებლობა. ხოლო თუ რომელი კომპანიები ჩაერთვნენ პროექტშ ამაზე პირველადი მონაცემები კვირის ბოლოს ვექნება", - აღნიშნავს კალანდაძე.

რაც შეეხება ფასების კონტროლს, კალანდაძის თქმით, თუ მომხმარებელი ზემო აღნიშნულ 9 პროდუქტს 10 მარტის შემდეგ მომატებული ფასით ნახავს შეუძლია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკოს. 

"ჩვენ ძირითადად დიდ სავაჭრო ქსელებს ვაკონტროლებთ, შეიძლება პატარა მაღაზიებში იყოს გაძვირების შემთხვევა და მომხმარებელი ძალიან დაგვეხმარება, თუ ისინი კონკრეტულ ფაქტს მოგვაწოდებენ. გვაქვს იმის ბერკეტი, რომ ღირებულებათა ჯაჭვის რმელიმე რგოლში - იმპორტიორი, დისტრიბუტორი თუ გამყიდველი ფასები სპეკულაციურად არ გაიზარდოს. მსგავსი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ფასი და მნიმალური მოგებება დავაფიქსიროთ", - განუცხადა pia-ge-ს თენგიზ კალანდაძემ.

pia.ge დაინტერესდა ფასების ზრდის თვალსაზრისით რა მოცემულობაა სავაჭრო ქსელებსა და მაღაზიებში.

"აგროჰაბის" მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით სავაჭრო ქსელებში 10 მარტის შემდეგ მოცემლ ცხრა პროდუქტზე ფასი არ მომატებულა:

ბრინჯი შეფუთული - 2,95

მაკარონი - 3,5

მზესუმზირის ზეთი - 3,85

ფქვილი შეფუთული - 3,2

შაქარი შეფუთული - 2,20

ასაწონი ხორბალი - 2

რძის ფხვნილი და მისგან წარმოებული პროდუქტები - არ გვაქვს რძის ფხვნილი და მისგან წარმოებული პროდუქტები

წიწიბურა - 3,5

ასაწონი ლობიო - 5.95

შენიშნვნა: ფასები მოცემულია ერთი კონკრეტული ფირმის პროდუქტზე, სხვა რომელიმე წარმოების პროდუქტის ფასი შესაძლოა განსხვავდებოდეს ზემოაღნიშული რიცხვებისგან.

სოფლის მეურნეობის ცხელი ხაზი: 1501.

ცობისთვის, კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათია გამოცხადებული. ქვეყნის ორ მუნიციპალიტეტში - მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. დღემდე დაავდების 195 შემთხვევაა გამოვლენილი, აქდან გამოჯანმრთელდა 39 ადამიანი ხოლო 2 პაციენტი გარდაიცვალა.

სპეციალისტების პროგნოზით საქართველოში კორონავირუსის პიკური სეზონი აპრილის მესამე დეკადაშია მოსალოდნელი. მედკოსები ადამიანებს შინდარჩენისა და მაღალი სამოქალაქო პასუხიხმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებენ.