მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეს „რუსთავი 2“ მორიგ სოციოლოგიურ კვლევებს გაასაჯაროებს

Survation - კვლევა

დღეს რუსთავი 2 მორიგ სოციოლოგიურ კვლევებს გაასაჯაროებს. ტელეკომპანიის დაკვეთით ბრიტანული კომპანია Survation განაგრძობს გამოკითხვებს მაჟორიტარულ ოლქებში.

კვლევები ჩატარდა ორი თბილისში და ოთხი რეგიონში. მონაცემებს ტელეკომპანია დღეს 9 საათზე, მთავარ გამოშვებაში წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ Survation არის საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანია ბრიტანეთიდან. ის ცნობილია, როგორც ერთერთი ყველაზე ზუსტი და წარმატებული კომპანია ბრიტანეთის ბაზარზე. მას გააჩნია პოლიტიკური კვლევების გამოცდილება უკანასკნელი რამოდენიმე წლის ყველაზე მნიშვნელოვან საარჩევნო პროცესებში.

ამჯერად კომპანიამ საქართველოში საველე სამუშაოები ჩაატარა 12-დან 19 სექტემბრის ჩათვლით. 6 ოლქში გამოიკითხა 1828 რესპოდენტი - საბურთალოს, ისნის, თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის, კასპი-გორის, ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულოს და ბოლნისი-დმანისი- თეთრიწყარო წალკის ოლქებში.