მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეს სკოლებში სწავლა ნაწილობრივ აღდგა

სწავლა და კორონა

დღეიდან სკოლებში სწავლა ნაწილობრივ აღდგა.

თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით. ხოლო გორისა და ფოთის სკოლებში სასწავლო პროცესი ყველა კლასის მოსწავლისთვის აღდგა.

4 დიდ ქალაქში მე-6 კლასის ზევით მოსწავლეები სწავლას დისტანციურად გააგრძელებენ. ონლაინ რეჟიმში გრძელდება სწავლა აჭარის სკოლებში.

ბაღები 12 ოქტომბრიდან გაიღება, გამონაკლისია აჭარის რეგიონი.

უნივერსიტეტებში კი, სტუდენტები აუდიტორიას 19 ოქტომბრიდან დაუბრუნდებიან.