საზოგადოება

ექსკლუზივი: საქართველოში კავასაკის სინდრომი ბავშვს 2 თვის წინ დაუდასტურდა

ბავშვი კავასაკის სინდრომით
14:54 04.06
დაკოპირებულია

PIA.GE-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოში კავასაკის სინდრომი ბავშვს 2 თვის წინ დაუდგინეს. მას თბილისის ბავშვთა ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოში უმკურნალეს. ამის შესახებ PIA.GE-ს კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილების გამგემ ვიტალი ხარაშვილმა განუცხადა.

ვიტალი ხარაშვილის თქმით, კავასაკის სინდრომი საქართველოში პირველად 30 წლის წინ დადასტურდა და ეს სწორედ მის პრაქტიკაში მოხდა.

vitali-kharashvili_o_h.jpeg

"საქართველოში პირველად კავასაკის სინდრომი ჩემ მიერ დიაგნოსტირდა. ეს იყო 30 წლის წინ. ეს სინდრომი ძალიან რთული დასადგენი და ძვირი სამკურნალოა. ამჟამად საქართველოში აღნიშნული სინდრომის დიაგნოსტირება "ნიუ ჰოსპიტალსის" რევმატოლოგიის სპეციალურ განყოფილებაში ხდება. ასე რომ, ეს ჩვენთან ცნობილი სინდრომია და მისი ეფექტური მკურნალობის გამოცდილება გვაქვს", - განუცხადა PIA.GE-ს ვიტალი ხარაშვილმა.

მისი განმარტებით, კავასაკის სინდრომი საქართველოში საკმაოდ ხშირად ვლინდება. კავასაკი უმეტესად 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ფიქსირდება, თუმცა, ნებისმიერი წლოვანების ადამიანს შეიძლება დაემართოს.

ვიტალი ხარაშვილის განცხადებით, კავასაკის სინდრომის ბოლო შემთხვევა მის პრაქტიკაში 2 თვის წინ იყო - მცირეწლოვან ბავშვში დადასტურდა.

"ეს იყო ადრეც, არის ახლაც და მომავალშიც იქნება. ჩემს პრაქტიკაში კავასაკის სინდრომის შემთხვევები, სამწუხაროდ, საკმაოდ ხშირია. ბოლო შემთხვევა გვქონდა 2 თვის წინ. აღნიშნული სინდრომის დროს გადამწყვეტია დროული დიაგნოსტიკა და სწორი მკურნალობა. მისი უმძიმესი ფორმა არის უკვე ანევრიზმა, განსაკუთრებით გულზე, რამაც შესაძლოა, გარდაცვალებაც კი გამოიწვიოს ", - აღნიშნა ვიტალი ხარაშვილმა.

როგორც ბავშვთა ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტის ამბობს, სამწუხაროდ, მსოფლიო მედიცინისთვის ჯერ კიდევ უცნობია, როგორ და რატომ ჩნდება აღნიშნული სინდრომი, თუმცა საქართველოში მისი ეფექტიანი მკურნალობის გამოცდილება დიდია.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შენობა

ავღანეთში 28 ქართველ სამხედროს კორონავირ...

საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ავღანეთში როტაც...
დღეს, მაშველებმა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე აკრძალვის მიუხედავად წყალში შესული 8 ადამიანის სიცოცხლე გ...
22:52 09.07
დედაქალაქის მერი კახა კალაძე საზოგადოებას მოუწოდებს, დეზინფორმაციას არ შეეგუონ. მან სოციალურ ქსელში...
22:32 09.07
რუსთავის მე-12 მიკრორაიონში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია. როგორც PIA.GE-ს საგანგებო სიტუაციების მ...
22:24 09.07
საქართველოს მთავრობამ 9 ივლისს სხდომაზე დაამტკიცა ცვლილება მთავრობის 322 დადგენილებაში „იზოლაციისა დ...
21:29 09.07
კორონავირუსი ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემ...
გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ინდოეთში გამოვლინდა. ბოლო 24 საათ...
21:08 09.07
დავით ჩიხელიძე: ცალსახაა, რომ საქართველო...
არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით...
იწვევს თუ არა კიბოს ჩასახვის საწინააღმდე...
ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანები მითების მსხვერპლი ვხდებით. გაუცნობიერებლად გვჯე...
თავდაცვის ძალები გერმანული ბრენდის სამხე...
საქართველოს თავდაცვის ძალების ევროპული სტანდარტის გერმანული ფეხსაცმლით მომარაგებ...