მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროპიდან სპეცრეისებს კიდევ ორი მიმართულება დაემატა

თვითმფრინავი ცაში

"დაემატა ორი მიმართულება და 24 აპრილს განხორცილედება თბილისი-ბარსელონა-თბილისის, ხოლო 27 აპრილს თბილისი-ვარშავა-თბილისის რეისი. ამავდროულად, ვმუშაობთ კიდევ სხვა მიმართულებებზეც", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა სპეცრეისი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელდება და რესიების ბილეთები ორი დღით ადრე გაიყიდება.

მინისტრმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა უახლოესი ფრენების განრიგი:

7 აპრილი: თბილისი-ათენი-თბილისი

10 აპრილი: თბილისი-ლარნაკა-თბილისი

12 აპრილი: თბილისი-ბერლინი-თბილისი

14 აპრილი: თბილისი-ამსტერდამი-თბილისი

16 აპრილი: თბილისი-პარიზი-თბილისი

18 აპრილი: თბილისი-თელ-ავივი-თბილისი

21 აპრილი: თბილისი-რომი-თბილისი

აღნიშნულ რეისებზე ბილეთების რეალიზაცია მოხდება ფრენის გაცხადებულ თარიღამდე ორი დღით ადრე, კომპანიის ვებ-გვერდზე. რეისები განხორციელდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წესების შესაბამისად. ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევროთი.

დავით ზალკალიანის განცხადებით, დღეისთვის 5000-მდე საქართველოს მოქალაქეა დაბრუნებული საქართველოში, ხოლო მსოფლიოს 40 ქვეყანაში ადგილზე დახმარება გაეწია ათასობით თანამემამულეს.