მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე“ – სისხლის უანგარო დონაციის აქციას „ქართული ოცნების“ ონისა და თიანეთის ორგანიზაციები შეუერთდნენ

სისხლის უანგარო დონაციის აქციას „ქართული ოცნების“ ონისა და თიანეთის ორგანიზაციები შეუერთდნენ

„გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე“ – სისხლის უანგარო დონაციის აქციას პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ონისა და თიანეთის ორგანიზაციები შეუერთდნენ.

აქციის ფარგლებში სისხლი 40-მდე ადამიანმა გაიღო. მათ შორის მცხეთა-მთიანეთის გუბერნიის ადმინისტრაციის უფროსმა, თიანეთისა და ონის მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელმა პირებმა, პარტიის ონის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა მდივანმა, პარტიის წევრებმა, აქტივისტებმა და მოხალისეებმა.

ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პირველივე დღიდან შეუერთდა. უანგარო დონაციის აქციის ფარგლებში, სისხლი უკვე 1000-ზე მეტმა ადამიანმა გაიღო.